LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირალ მაჩალიკაშვილს მკურნალობა სხვა ქვეყანაში ჩაუტარდება – ადვოკატი

190

 

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, კონსილიუმმა პაციენტის ტრანსპორტირება დასაშვებად ცნო და კლინიკებთან მოლაპარაკების შემდეგ მას სხვა ქვეყანაში გადააფრენენ. თუმცა საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ კონსილიუმზე სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

მისი თქმით, უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტი ნეიროქირურგია, მან ჩატარებული ოპერაცია და მკურნალობა დადებითად შეაფასა, თუმცა ტრანსპორტირების მიმართულებით გადაწყვეტილება რეანიმატოლოგებმა უნდა მიიღონ.

„თუ დადგება ტრანსპორტირების საკითხი, რა თქმა უნდა ავტომობილით მისი გადაადგილება კიდევ უფრო მაღალ რისკებთან იქნება დაკავშირებული, ბუნებრივია, ეს მოხდება საჰაერო გზით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კონსილიუმს არ მიუღია. იყო ძალიან აქტიური მსჯელობა. ამ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო. მოგვიანებით კიდევ შედგება კონსილიუმი და მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. საჭიროა, ამ საკითხის ძალიან კარგად შესწავლა და პაციენტის მდგომარეობის ადეკვატურად შეფასება, ასევე იმ შეფასება, რაც შეიძლება ახლდეს მის ტრანსპორტირებას”, – განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები