LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

78

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე ღრმა კომატოზურ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს.

საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის, თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალგაზრდას ოპერაციის შემდგომი გართულებები არ აქვს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალატვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 19 წლის ახალგაზრდას ტერორიზმის ხელშეწყობაში ედავება. 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პანკისსა და თბილისში სულ 5 პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები