LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობაში ამერიკიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება

59

დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან მოწვეული ექიმი უკვე საქართველოშია.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმი საქართველოში ამერიკიდან ჩამოფრინდა და მის შვილს, სავარაუდოდ, დღეს ნახავს.

“ისევ კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ იქნებ როგორმე გადარჩეს, ღმერთის ნებაა. ველოდებით ექიმს ღამის 02:00 საათიდან. როგორც ვიცი, ექიმი იმყოფებოდა ამერიკაში, საიდანაც მოსკოვში ჩაფრინდა და შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. ალბათ, მოწესრიგდება და მოვა კლინიკაში”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები