LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ხვალ ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება

83

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ხვალ ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება, – ამის შესახებ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხეობაში ექსპერტ ზაზა ალთუნაშვილთან და გამომძიებლებთან ერათად ჩავა. ისინი სწორედ იმ ოთახს დაათვალიერებენ და შეისწავლიან, სადაც 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს.
ექსპერტებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახი რამდენჯერმე დათვალიერეს და გარკვეული მტკიცებულებები მოიპოვეს, თუმცა ოჯახის მოთხოვნით მიმდინარე საგამოძიებო პროცესში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გასული წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების, ასევე, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები