LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს, 14 საათზე დაკრძალავენ

40

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს, შუადღის ლოცვის შემდეგ დაკრძალავენ, – ამის შესახებ ოჯახის ახლობლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, 13:30 საათზე დაიწყება ლოცვა, რის შემდეგაც მაჩალიკაშვილს დუისის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები