LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ

54

პანკისსის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ.

მოზარდის ცხედრის ექპერტიზა უკვე დასრულდა. ის ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარი ხარჯებით გადაასვენა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა კი განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილის სხეულზე მხოლოდ ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობაა თავის არეში.

ასევე ნაპოვნია უცხო სხეული. არის თუ არა ის ტყვიის ნაწილი ამას გამოძიება დაადგენს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში ესროლეს. ორი კვირის განმავლობაში მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, გუშინ კი გარდაიცვალა.

მას თბილისში განეიტრალებული ტერორისტების, მათ შორის აჰმედ ჩატაევის ხელშეწყობა ედებოდა ბრალად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები