თემქაზე ავტოავარიას 16 და 7 წლის გოგოები ემსხვერპლნენ

86

თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი გოგონა გარდაიცვალა. მე-11 მიკრორაიონში ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ჯამში სამი პირი დაშავდა. დაშავებული 16 წლის გოგონა და მამაკაცი მე–5 საავადმყოფოში მოათავსეს. შეჯახების შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა კი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 16 წლის გოგონას მდგომარეობა უმძიმესი იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაშავებული მამაკაცი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები