LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე ფანჯრიდან გადავარდნილი მოზარდი თოკებზე დაეცა (ვიდეო)

81

თბილისში, თემქის დასახლებაში, 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და მესამე სართულზე,  თოკებზე დაეცა.

მაშველებმა მოზარდის ჩამოყვანა ამწეკრანის საშუალებით უვნებლად შეძლეს.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

თბილისის სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ცნობით,  პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები