LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე გარდაცვლილ ახალგაზრდა გოგონას თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული

81

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას.

“ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტოფარეხიდან. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა – ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო”, – განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

ამ გარემოებების საფუძველზე, სახელმწიფო ბრალდებამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

პოპულალურები