LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას გიორგი გახარია შეხვდება

154

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” მამუკა ნაცვლიშვილმა მიაწოდა.

” დამირეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივების სამსახურიდან და მითხრეს, რომ მინისტრი შემხვდება. თარიღს დღეს ან ხვალ გამაგებინებენ”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მამუკა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის თხოვნით დღეს მიმართა.

შეგახსენებთ, ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს თემქაზე მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

 

პოპულალურები