LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

88

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვლავ პატიმრობაში რჩება. სხდომა აბაზოვისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი არიან აბაზოვის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ტრანსფარანტებით – ,,დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი”, ,,გათავისუფლდეს პატიმრობიდან”.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლოს თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების მტკიცებულებები და არგუმენტები არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ კონტექსტს სცილდება.

დაცვის მხარემ აბაზოვის 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები