LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია: სომხეთში MacDonald’s აუცილებლად გავხსნით

226

ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთში MacDonald’s -ის გახსნას კვლავ აანონსებს და აცხადებს, რომ ამ პროექტზე მუშაობა ახლაც გრძელდება.

როგორც ”ფორტუნას” ცნობილმა ბიზნესმენმა განუცხადა, ერევანში სწრაფი კვების ობიექტის გახსნა არ გადაუფიქრებია და MacDonald’s სომხეთში აუცილებლად გამოჩნდება.

”მიმდინარეობს გარკვეულ საკითხებზე მუშაობა, ალბათ 2 თვე მაინც დაგვჭირდება კიდევ დეტალების დასაზუსტებლად და მერე უკვე ოფიციალურად შევუდგებით პროექტზე მუშაობას”, – აღნიშნა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, სომხეთში რესტორნის გახსნას ქართველი ბიზნესმენი 2017 წლის ბოლომდე ვარაუდობდა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. ამასთან, გასულ წელსვე სომხურ მედიაში გავრცელდა სტატია, სათაურით “McDonalds-ი სომხეთში რესტორნის გახსნას არ აპირებს”. როგორც მაშინ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო newsarmenia წერდა, ისინი ინფორმაციის გადასამოწმებლად McDonalds-ის ევროპის ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდნენ, სადაც McDonalds-ის სომხეთში გახსნის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს. ამასთან, მათივე ცნობით, newsarmenia-მ ოფიციალური წერილით სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომაც მიმართა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არც აქ დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები