LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია სომხეთში MacDonald’s -ის მშენებლობას იწყებს

122

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მეზობელ სომხეთში MacDonald’s -ის მშენებლობისთვის მზადებას იწყებს. აღნიშნულ ქვეყანაში რესტორნის გახსნაზე ჭყონიამ ლიცენზია უკვე მიიღო და იურიდიული დოკუმენტებიც გააფორმა. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, როგორც ბიზნესმენმა ”ფორტუნას” განუცხადა, 7 თებერვალს ”მაკდონალდსი საქართველოს” გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე სომხეთში გაემგზავრება და მშენებლობისთვის საჭირო დეტალებს დააზუსტებს.

”როცა იწყებ ნულიდან, საშუალოდ McDonald’s-ის ერთი რესტორნის აშენება 2,5 – 2,7 მილიონი ევრო ჯდება. ვფიქრობ, ამ თანხის ინვესტიციის განხორციელება მოგვიწევს სომხეთშიც. თუმცა, თუ უკვე აშენებული შენობა მოგვცეს და იქ მოგვიწია რესტორნის მოწყობა, მაშინ საინვესტიციო თანხის მოცულობა შეიცვლება”, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ. მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებიდან 6 თვეში რესტორანი უკვე ექსპლუატაციაში გაეშვევა.

სომხეთში რესტორნის გახსნას ქართველი ბიზნესმენი 2017 წლის ბოლომდე ვარაუდობს. ამასთან, ჭყონია სომხეთის შემდეგ McDonald’s-ის გახსნას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს. ძირითადად, საუბარია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე.

გარდა ამისა, McDonald’s-ის კიდევ ერთი რესტორნის მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოში. ქუთაისში ბრენდის რიგით მეორე ობიექტი გაიხსნება და მისი ინფრასტრუქტურა ჯამში 1416 კვ.მეტრს დაიკავებს. ამ ეტაპზე რესტორნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და ის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, 2017 წლის მაისში გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები