LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტენდერებში მონაწილე კომპანიებს მოუწოდებენ, არ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია

80

ტენდერებში მონაწილე კომპანიებს მოუწოდებენ, არ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება,  კომპანია „აკორდი” გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებულად არ გამოცხადებულა.

„2018 წლის 25 აპრილს, კომპანიამ „აკორდი”  მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 59.5 მილიონის ღირებულების 2 კონტრაქტში გაიმარჯვა, რაც  სიმართლეს არ შეესაბამება.

სამტრედია-გრიგოლეთის 11 კმ-იანი გზის მშენებლობისა და მოლითი-ჩუმათელეთის 26 კმ-იანი გზის რეკონსტრუქციის სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერში მონაწილე კომპანიების შერჩევა-შეფასება, შესაბამისად გამარჯვებული-კომპანია ჯერ არ გამოვლენილა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას, დაიცვან ტენდერის ჩატარების წესები და პრინციპები და თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები