LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტენდერებში მონაწილე ქართული კომპანიები შეღავათით ისარგებლებენ

111

მთავრობის უახლეს სხდომაზე სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის შეღავათის დაწესების საკითხს განიხილავენ. საკითხის განხილვა და  ადგილობრივი კომპანიებისთვის 10%-იანი შეღავათის ამოქმედება ბიზნესასოციაციის წევრმა ლევან სილაგავამ დაანონსა.

როგორც სილაგავა ამბობს, ამ  მიმართულებით ბიზნესი სხვადასხვა მოდელებზე მუშაობს. ბიზნესმენის ინფორმაციით, ტენდერებში 4 მლრდ ლარი იხარჯება, რასაც ძირითადად უცხოური კომპანიები იღებენ, რომლებიც ტენდერებში წინა პლანზე არიან. მას მიაჩნია, რომ  სახელმწიფო სახსრების დიდი ნაწილი სწორედ ქართულ კომპანიებში უნდა დარჩეს. აღნიშნული ფაქტი კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები