LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტენდერი იყო და წავაგეთ, ქვეყანა არ დაქცეულა- ვასილ მაღლაფერიძე ჩემპონთა ლიგის ტენდერზე

76

“სხვა არხების მენჯმენტივით არ შეგვეძლო თანხა დაგვეძახა,”- ასე ახსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ტენდერის წაგება.

ჩემპიონთა ლიგის ტენდერის საკითხი იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარის და მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე ისაუბრეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან მოითხოვეს არგუმენტი, თუ რატომ აღარ მოხდება ჩემპიონთა ლიგის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ტრანსლირება.

“ტენდერი იყო და წავაგეთ, ქვეყანა არ დაქცეულა, სხვა არხების მენეჯმენტივით არ შეგვიძლია თანხა დავიძახოთ, ჩვენ გარკვეული ჩარჩოებით ვმოქმდებთ,”- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები