LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ჯორბენაძე„ იავნანას“ საქმიანობაზე – „ოქტომბრის მერეც ხომ კვლავ ადამიანები უნდა ვიყოთ?“

192

თეონა ჯორბენაძე ეხმაურება იმ ბრალდებებს, რომლებიც პრესაში გაისმა „იავნანას“ მისამართით. „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ფონდის დაარსების დღიდან ყველა ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ ღიაა.

„ტყუილს რომ მოკლე ფეხები ჰქონდა, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ზოგჯერ რომ მწერების საცეცების ზომასაც ვერ ეწევა, რა ვქნათ? დაკვეთა „მავნებლობა“ გასაგებია, მაგრამ ამ საარჩევნო ორი თვის გამო ყველაფრის კადრება ხომ არ შეიძლება??? 8 ოქტომბრის მერეც ხომ კვლავ ადამიანები უნდა ვიყოთ… ფონდ „იავნანას“ მოღვაწეობის მე-13 წელს, რატომღაც და მოულოდნელად გამოჩნდნენ „ჭეშმარიტების მაძიებელნი“. უბრალოდ, ისეთი ხარისხის ტყუილებსაც ვერ იგონებენ, რომ საათები გაძლოს.

ჩემო მეგობრებო, ამ ფონდის საქმიანობა რომ დაარსების დღიდან ღიაა და გამჭვირვალე, ყველამ იცით, თქვენი თვალით ხედავთ, ყოველი აქციის მსვლელობისას თუ ვის და როგორ ვეხმარებით. გარდა ამისა, ფონდი კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ყოველწლიურად აბარებს დამოუკიდებელი აუდიტის მიერ დადასტურებულ ფინანსურ დოკუმენტს. აგრეთვე, ყოველწლიურად ქვეყნდება წლიური პროგრამული ანგარიში (ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“, „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“), სადაც დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რაში დაიხარჯა ფონდის მხარდამჭერთა მიერ გაღებული შემოწირულობები.

ეს ჟურნალები არის საჯარო და პრესის ჯიხურებში დემოკრატიულ გაყიდვაშია 🙂 რა თქმა უნდა, სპეციფიკური მასალაა გამოქვეყნებული და ამიტომ სხვა გამოცემებივით პოპულარული ვერ იქნება.

ასე, რომ მითი „იავნანას“ გასაიდუმლოებული ფინანსების შესახებ დაინტერესებულ პირებს საღამომდეც ვერ გამოადგათ, ფონდის ავტომობილი, რომელიც მოწვეულ ვარსკვლავებს ემსახურება აღმოჩნდა, რომ როდესაც სტუმრები არ არიან, ავტოფარეხში დგას მშვიდად და არავითარ პარტიასთან კავშირი არ აქვს.

2015 წელი წარმოადგენდა კიდევ განსაკუთრებულ ინტერესს და დოკუმენტურად დასტურდება, რომ ამ წლის განმავლობაში ფონდში შემოწირულობის სახით ჩაირიცხა 1 126 562 ლარი, ხოლო ქველმოქმედების სახით გაიხარჯა 1 322 263 ლარი.

მოკლედ, ამ პოლიტიკური გაშავებული ამბებისთვის „იავნანაში“ ოდნავი ხელჩასაჭიდიც კი ვერაფერი აღმოჩნდა და ამ ცუდ იდეაში ტყუილად ფულის ყრას არ სჯობს, რომ ფონდისთვის შემოწირულობა გაიღოთ, არაჩვეულებრივი ბიჭს, ლუკა გოდიშვილს სჭირდება ჩვენი თანადგომა, მართლა ძალიან ნიჭიერია და დამერწმუნეთ, ეს სიკეთე ბევრად დღეგრძელი იქნება, ვიდრე დაკვეთილი ტყუილები, რომელსაც საცეცებიც კი არ აქვს“ – წერს ფონდ „იავნანას“ სამხატვარო ხელმძღვანელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

page

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები