LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტექნოკრედიტი” ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოდის – „ოქროს ლომბარდი”

1740

„ტექნოკრედიტი” ქსელს აფართოებს. კომპანიამ ახალი ფილიალი გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე გახსნა, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს. როგორც „ტექნოკრედიტში” აცხადებენ, კომპანია გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს და ეხმარება მსესხებელს კრედიტის მიღებაში.

”სალომბარდე სესხი  უმტკიცდება ყველას, ვისაც გააჩნია რაიმე სახის სანივთო გარანტია. გარანტია შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, რომელსაც გააჩნია რაიმე ფასეულობა. ამასთან, პირველად საქართველოში ჩვენ დავნერგეთ სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო პროდუქტები, როგორიცაა:

  1. iPhone  ტარების უფლებით – ამ სესხის მისაღებად საჭიროა, კლიენტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ „აიფონის” მფლობელი! სესხის გაცემის შემდეგ ტელეფონი რჩება მსესხებელს სარგებლობაში, ჩვენთან რჩება მხოლოდ მისი ყუთი.
  2. 6 წამყვანი კომპანიის ავტოსესხი ერთ სივრცეში – ამ პროდუქტის საშუალებით შესაძლებლობა აქვს კლიენტს, მიიღოს სესხი, ან დაპორტირდეს ნებისმიერი კომპანიიდან ავტომობილის გარანტიით. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ „ტექნოკტედიტი” აერთიანებს წამყვან კომპანიებს: სტარტოს, ლიბერთი ბანკს, ევროკრედიტს, სვისკაპიტალს, მოგოს, ევროკაპიტალს. კლიენტის მხრიდან ერთი სასესხო განაცხადის შევსებით და ავტომობილის ერთჯერადი დასურათებით პასუხს იღებს 7 წამყვანი კომპანიიდან და ირჩევს მისთვის საუკეთესო პირობას, ამ პროცესში მომხმარებელს ჰყავს პირადი მრჩეველი, რომელიც სესხის მიღებამდე ეხმარება კლიენტს ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ,დამატებითი ხარჯების გარეშე”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, სამომავლოდ კომპანია პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას განიხილავს. იგეგმება ქსელის გაფართოებაც როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. კიდევ ერთი სიახლე კი ოქროს ლომბარდის მომსახურების დანერგვაა. 

”2018 წლის 12 თებერვლიდან, კლიენტს ”ტექნოკრედიტის” ვარკეთილის ფილიალში შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ოქროს სალომბარდე მომსახურება, რაზეც ვთავაზოთ გარანტირებულად უცვლელ საპროცენტო განაკვეთს და უპრეცედენტო პირობას პორტირებაზე: “დაპორტირდი -0.3 %ში”, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ დაპორტირდეს ნებისმიერი საფინანსო კომპანიიდან, წარმოადგინოს აქტიური ხელშეკრულება  და ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს -0.3 %  (ანუ თუ აქვს 3% სხვა კომპანიაში ჩვენთან ექნება 2,7%). გარდა ამისა, ჩვენი პროდუქტის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ დაპორტირების შემდეგ კლიენტი ირჩევს მისთვის სასურველ გადახდის პირობას:  30 დღიან სესხს; 60 დღიანი უჯარიმო სესხს (ორ თვეში ერთხელ გადახდის პირობით); ან გრაფიკიან სესხს, კლებადი ძირით”, – განმარტავენ კომპანიაში.   

მათივე ცნობით, „ტექნოკტედიტს” წარმოდგენლი აქვს ბაზარზე მეორადი ტექნიკის მაღაზია -TechnoMix, სადაც მომხმარებელს სთავაზობენ მეორად ტექნიკას გარანტიით, ხარისხითა და შეღავათიანი ფასებით. სერვისების კუთხით ნივთის შეძენა შესაძლებელია როგორც ყიდვით, ასევე განვადების გამარტივებული პირობებით.  მის: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. N35(ბ).

ცნობისთვის, ამ ეტაპზე კომპანიის ფილიალები წარმოდგენილია მხოლოდ თბილისში, შემდეგ მისამართებზე:

  • ალ.ყაზბეგის გამზირი N 35 (ა), 35(ბ)
  • ომარ ხიზანიშვილის ქ N 13
  • ვარკეთილი , კალოუბნის ქ N 4
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები