LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნოლოგიები განათლების ყველა დონეზე დაინერგება – მიხეილ ჩხენკელი

44

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების განათლების მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, სხვადასხვა ქვეყნების კოლეგებთან, განათლების ექსპერტებთან და მსოფლიოში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჩხენკელი ამჯერად მსოფლიო ბრენდის, HP-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების სრული ინტეგრაციის უპირატესობაზე ისაუბრეს.

”ორმხრივ შეხვედრაზე, HP-ის წარმომადგენლებმა ელექტრონული სასკოლო ბიბლიოთეკების ახალ როლზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის დახმარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსწავლეთა ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის ლიტერატურაზე. HP-ის წარმომადგენლები მზად არიან რეკომენდაცია გაუწიონ ქართულ მხარეს სკოლებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის სისტემის აწყობის პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პროფესიულ განათლებაში დანერგვას, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა პროფესიის დაუფლება შესაძლებელი იქნება ვირტუალური სავარჯიშოების და პრაქტიკის დახმარებით”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები