LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი ავღანეთში – თვითმკვლელ ტერორისტს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

108

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის ქალაქ ლაშქარ გაშში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 დაშავდა.

ამის შესახებ ავღანური სააგენტო Tolonews იუწყება.

პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელის, ომარ ზვაქის, განცხადებით, დაღუპულებს შორის 2 ჯარისკაცი, ხოლო 3 სამოქალაქო პირი იყო.

მისი ინფორმაციით, ტერაქტი პოლიციის სამმართველოს შენობასთან მოხდა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები