LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი ერაყში – დაღუპულია 8, დაშავებულია 16 ადამიანი

81

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტების სერიის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მთლიანობაში ბაღდადის სხვადასხვა ადგილას ხუთი აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ტერორისტული თავდასხმების სამიზნე მოედნები და მაღაზიების მიმდებარე ტერიტორიები გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მიკროავტობუსშიც, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები