LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი ლონდონის მეტროში – დაკავებულია მესამე ეჭვმიტანილი

117

ბრიტანულმა პოლიციამ ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის საქმეზე მესამე ეჭვმიტანილი დააკავა.

ამის შესახებ ”დოიჩე ველე” იუწყება.

25 წლის მამაკაცი უელსის ქალაქ ნიუპორტში დააკავეს. ოპერაციაში ანტიტერორისტული დანაყოფიც მონაწილეობდა. ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდება.

ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი – 18 და 25 წლის მამაკაცები. ისინი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან.

15 სექტემბერს ლონდონის მეტროს ვაგონში, რომელიც სადგურ „პარსონს გრინზე” იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები