LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი ნიგერიაში – დაშავებულია 16, დაღუპულია 13 ადამიანი

77

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ მაიდუგურიში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ტერაქტი მოაწყო, რომლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული და 16 დაშავებული, – ამის შესახებ სააგენტო AFP უშიშროების სამსახურში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, პირველმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი მაიდუგურიში, რესტორნის გვერდით აიფეთქა. კიდევ ორი აფეთქება რამდენიმე წუთში მოხდა.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში „ბოკო ჰარამის“ ტერორისტები იმყოფებიან.

სააგენტოს ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები