LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი სომალიში – დაღუპულია 23 ადამიანი

78

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სასტუმროში თავდასხმის შედეგათ დაღუპულთა რაოდენობა 23 ადამიანამდე გაიზარდა, დაშავებულია 30 ადამიანზე მეტი. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.

გუშინ, მოგადიშოს ცენტრში პრეზიდენტის სასახლიდან 600 მეტრში მდებარე სასტუმროს წინ მანქანა აფეთქდა. აფეთქების შემდეგ სასტუმროს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი აფეთქება სომალის პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მოხდა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „აშ-შაბაბმა“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები