LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტის მსხვერპლი, რომელიც სასმელით ხელში გარბის, ლონდონელების სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა

37

კადრები, სადაც ჩანს, როგორ გარბის ლონდონის ტერაქტის დროს ბარიდან ხალხი, ბრიტანული მედიის შეფასებით, ლონდონელების სიმშვიდის ერთგვარი სიმბოლოა.

ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც თავდასხმის ადგილიდან სხვებთან ერთად გარბის, ხელში ალკოჰოლით სავსე ჭიქა უჭირავს.

მამაკაცის ვინაობა ჟურნალისტებმა ჯერ ვერ დაადგინეს. ის ცდილობს, გაექცეს ტერორისტებს ისე, რომ ჭიქიდან ალკოჰოლი არ დაექცეს.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ტერორისტებსაც არ შეუძლიათ, ლონდონელები მორალურად გატეხონ.

ტერორისტული აქტი ლონდონში შაბათს ღამით მოხდა. თავდამსხმელები ჯერ მანქანით შევიდნენ ხალხის ნაკადში, შენმდეგ კი მაღაზიასა და ბარში მყოფებს დანით დაესხნენ თავს.

შემთხვევის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი გარდაიცვალა, 48 მძიმედ არის დაჭრილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები