LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეი არჩევნების ვადამდე გამართვის წინადადებით გამოდის

35

ბრიტანეთში 8 ივნისს ვადამდელი არჩევნები გაიმართება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მეის თქმით, „ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანას სჭირდება ძლიერი და სტაბილური ხელისუფლება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხვალ შუამდგომლობით მიმართავს თემთა პალატას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 8 ივნისს ჩატარების თაობაზე.

ტერეზა მეის გადაწყვეტილებას, არჩევნები 2020 წლის ნაცვლად ვადამდე გაიმართოს, პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები