LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეი ღაზას სექტორში მომხდარი შეტაკების გამოძიებას ითხოვს

59

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ღაზას საზღვართან მომხდარი შეტაკების გაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.  ტერეზა მეის თქმით, ღაზას საზღვართან მომხდარი ძალადობა „ტრაგიკული და შემაშფოთებელია და ის ფაქტი, რომ ისრაელის შენაერთებმა ათობით პალესტინელი დახოცეს, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს.

ეს განცხადება ტერეზა მეიმ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ერდოღანმა, რომელიც ბრიტანეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, სამძიმარი გამოუცხადა ყველა პალესტინურ ოჯახს, რომლებმაც ღაზას საზღვართან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახლობლები დაკარგეს.

ორშაბათს, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურად გახსნის პარალელურად, პალესტინელებმა ღაზას საზღვართან საპროტესტო აქცია გამართეს.

დემონსტრაცია ისრაელის სამხედრო შენაერთებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაარბია, რასაც, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 60 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები