LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეია და ანგელა მერკელის აზრით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს

86

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, მიიჩნევენ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის კანცელარიის განცხადებაშია ნათქვამი.

მერკელი და მეი ერთმანეთს ესტონეთში მიმდინარე ციფრული ტექნოლოგიების ევროკავშირის სამიტზე შეხვდნენ.

„ლიდერები შეთანხმდნენ რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ირანული ატომის პრობლემის დარეგულირების საკითხზე ირანი და მსოფლიოს ექვსი ქვეყანა (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და გერმანია) 2015 წელს შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები