LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეიმ ახალი თანამდებობა -“მარტოობის მინისტრი” შექმნა

93

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ახალი თანამდებობა-“მარტოობის მინისტრი” შექმნა,-ინფორმაციას გამოცემა  dailymail ავრცელებს.

 

 

“ძალიან ბევრი ადამიანი თანამედროვე ცხოვრების სამწუხარო რეალობაში მარტო იმყოფება. მინდა, რომ ამ პრობლემას ჩვენი საზოგადოება და თითოეული ჩვენთაგანი ებრძოლოს“,-განაცხადა მეიმ.

 

 

ახალი თანამდებობა სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების მინისტრის მოადგილემ, ტრეისი კრაუჩმა დაიკავა. ის ხელმძღვანელობს მთავრობას, რომელიც მარტოხელა ადამიანებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანია დაეხმაროს ხანდაზმულებს, მზრუნველება მოკლებულ ადამიანებს და გაუზიაროს თავიანთი აზრები და გამოცდილება. პარალელურად, მთავრობა შეიმუშავებს სტრატეგიას მარტოობის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, რაც ადამიანთა დაკავშირებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, „წითელი ჯვრის“ მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 9 მილიონი ადამიანი იტანჯება მარტოობით. „წითელ ჯვარში“ ამ მდგომარეობას „ფარულ ეპიდემიას“ უწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები