LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეიმ აუდიტორია შოკში ჩააგდო

89

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლამდე ჟურნალისტები, დელეგატები და მინისტრები გააოცა. ის სცენაზე „აბბას“ სიმღერაზე Dancing Queen აცეკვდა , რამაც წინა რიგებში სიცილი და აპლოდისმენტები გამოიწვია.

მანამდე, აგვისტოში მისი ცეკვა აფრიკის ტურის დროს ჰედლაინების მთავარი თემა იყო, მაშინ სოციალური ქსელი ხუმრობებით აჭრელდა.

ტერეზა მეის ამჟამინდელ წარმოდგენას კი არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. პარლამენტის წევრი ნიკი მორგანი ტვიტერში წერს: მე ვთქვი, რომ ჩვენ გვჭირდებოდა გვენახა, როგორ ცეკვავდა პრემიერ-მინისტრი სამხრეთ აფრიკაში, მან ეს სიტყვასიტყვით გაიგო და მიხარია, რომ მოიქცა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები