LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეიმ რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

30

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ, რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში ჩარევასა და კიბერშეტევაში დაადანაშაულა.

ტერეზა მეის თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს „ძირი გამოუთხაროს თავისუფალ საზოგადოებას“.

„რუსეთი „ფეიქ ნიუსებს“ ავრცელებს, რათა დასავლეთში განხეთქილებას შეუწყოს ხელი. ლონდონს არ სურს მუდმივი კონფრონტაცია რუსეთთან, თუმცა ბრიტანეთი თავის ინტერესებს დაიცავს,“ – განაცხადა ტერეზა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თქმით, მისი პუტინისადმი მესიჯი მარტივია: მან სხვა გზა უნდა შეარჩიოს და არა ის გზა, რომლითაც მოხდა ყირიმის ანექსია და ევროპის ქვეყნებზე კიბერშეტევების განხორციელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები