LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევად რჩება – გიორგი მარგველაშვილი

236

“დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას,” – ამის შესახებ აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა.

პრეზიდენტმა 14 აგვისტოს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მაიგო.

ძმათა შორის ომმა, რომლის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი საბჭოური იმპერიალიზმით ნასაზრდოებმა რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკამაც ითამაშა, ასეულობით ათასი ადამიანი აქცია დევნილად საკუთარ სამშობლოში. მათ წინაშე პასუხისმგებლობა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა, ზოგადად, ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით და, ამავდროულად, პრინციპული საერთაშორისო და სამეზობლო პოლიტიკით, თანამოძმეებთან ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი

“ღრმად მწამს, რომ დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას, სადაც ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა, პოლიტიკურ უფლებათა დაცულობა, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაღრმავება ყველა ჩვენგანის საერთო საქმე, წინსვლის წინაპირობა იქნება,” – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები