LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტები 4 წლის პრინც ჯორჯს ემუქრებიან

60

ცნობილი ხდება, რომ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მემკვიდრეს, 4 წლის პრინც ჯორჯს ემუქრებიან. მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა ტერორისტების მიმოწერა Telegram-ის ქსელში, სადაც ისინი პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის უფროსი შვილის ლიკვიდაციაზე საუბრობენ. ტერორისტების მტკიცებით, ისინი სწორედ იმ სკოლაზე გეგმავენ თავდასხმას, სადაც პატარა პრინცი სწავლობს.

ISIS-ის ამ სკანდალურ მიმოწერაზე ბრიტანეთის სამეფო ოჯახს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავის მხრივ სკოლის ადმინისტრაცია,სადაც ჯორჯი სწავლობს, დაცვის სისტემას აძლიერებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები