LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტები ავადმყოფი და შეშლილი ხალხია – დონალდ ტრამპი

64

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დღეს ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.

ტერორისტების მიერ განხორციელებულია მორიგი თავდასხმა. ეს ავადმყოფი და შეშლილი ხალხია. მათთან ბრძოლა უფრო მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს,– დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.

Sky News-ის კორესპონდენტის, მარკ უაიტის, ინფორმაციით, ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები