LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტებს განაჩენი თბილისში გამოუტანეს

57

თბილისის საქალაქო სასამართლო ტერორისტული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულების აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, დავით ფირისებიას და გიორგი კუპრავას მიმართ გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

აიუფ ბორჩაშვილს სასჯელის სახედ 14 წლით, გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიორგი კუპრავას მიმართ, ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მას სასჯელის სახედ 6 წელი განესაზღვრა, საიდანაც 1 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოიხდის, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

მათ ბრალად ედებოდათ, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ხოლო აიუფ ბორჩაშვილს აგრეთვე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის პირების გადაბირება – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები