LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტული დაჯგუფებები მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებენ – აშშ-ის უსაფრთხოების სამსახური

30

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ელეინ დიუკი, მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფებები მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებენ.

ამის შესახებ ელეინ დიუკმა ლონდონში აშშ-ის საელჩოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ტერორისტულ დაჯგუფებებს, იქნება ესისლამური სახელმწიფოთუ რომელიმე სხვა, 11 სექტემბრის მსგავსი დიდი აფეთქების მოწყობა სურთ. მათ თვითმფრინავის გამოყენება სურთ. დაზვერვას ამაში ეჭვი არ ეპარება,“ – განაცხადა დიუკმა.

ელეინ დიუკის თქმით, სატვირთო მანქანებისა და ცივი იარაღის გამოყენებით ტერაქტების განხორციელება ტერორისტებს შიშის დათესვისთვის სჭირდებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ უარი განაცხადეს თვითმფრინავის გამოყენების სცენარზე“.

შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში ტერორისტული საფრთხის დონე ძალიან მაღალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები