LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო შესაძლოა შენგენის ზონაში მგზავრობის წესები გამკაცრდეს

51

ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსთან შენგენის ზონაში მგზავრობის წესების გასამკაცრებლად მოლაპარაკებებს იწყებს.

ამ წინადადებით ევროკომისიამ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა და ევროპარლამენტმა მოლაპარაკებების დასაწყებად მანდატი დღეს მიიღო. კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტში შედგა. რეგულაციას მხარი დაუჭირა კომიტეტის უმრავლესობამ.

ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოლაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავუსუფლებული არიან.

სამგზავრო ნებართვის აღების ღირებულება 10 ევრო იქნება. გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან სტუდენტები, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის ნათესავები, 18 წლამდე ასაკის პირები. ელექტრონული აპლიკაციის ავტორიზაცია 72 საათში მოხდება და მისი გამოყენების ვადა იქნება სამი წელი. მესამე ქვეყნების მოქალაქეების მონაცემს ევროპოლის, ინტერპოლის შენგენის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი ორგანოები შეამოწმებენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარება. უარის მიღების დროს, სამგზავრო დოკუმენტის მიღების მსურველი პირი დეტალურ განმარტებას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები