LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

51

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ბრალდებულები მოსამართლის წინაშე ბოლო სიტყვით წარდგნენ.

გასულ წელს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 6 პირი დააკავეს, რომელთაგან 2-ს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად, ოთხს კი ტერორისტების დახმარება და ხელშეწყობა. ამ ბრალდებით კიდევ 2 ადამიანია დაკავებული, თუმცა მათი საქმე ცალკეა გამოყოფილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები