LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმის საფრთხე რეალურია და მზად უნდა ვიყოთ – დავით სუჯაშვილი

259

ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვისაა რეალური, მსოფლიოსთვისაა რეალური და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, -ამის შესახებ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა, განაცხადა. დავით სუჯაშვილს დღეს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

 “ამიტომაც ვმუშაობთ ისეთ სამსახურებში, როგორსაც მე წარმოვადგენ. ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, გამოვყოფდი ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა სუჯაშვილმა.

დავით სუჯაშვილი ჟურნალისტებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან მჭირდო ურთიერთობა აქვს.

„აქ მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე მოძრაობს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი სამსახურის მიზანია მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, რის საფუძველზეც ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ბუნებრივია, რომ მსგავსი ბრიფინგები დამატებით კითხვების სურვილს იწვევს, თუმცა ამ ფორმატში არ შეგვეძლო დეტალებზე გვესაუბრა. მე კმაყოფილი ვარ დეპუტატების კითხვებით“, – განაცხადა სუჯაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები