LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს – ირაკლი სესიაშვილი

66

“ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. სესიაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან მძიმეა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება და რა თქმა უნდა ეს ოჯახისთვის ტრაგედიაა.

მისივე თქმით, უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია, რიგ შემთხვევაში დუმილი ან თვალის დახუჭვა, სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმა და თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებაა.

”გამოძიება აუცილებლად დაადგენს ჭეშმარიტებას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმი ან მასთან დაკავშირებული მოქმედებები არის უმძიმესი დანაშაული, რაც არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მის პერსპექტივებს,”- განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილმა სპეცრაზმელის გარდაცვალების ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საზოაგდოება საერთო ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს.

“სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა სპეცრაზმელი, გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად დავფიქრდეთ თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმისგან, რომ მსგავს მოვლენებს ადგილი აღარ ჰქონდეს. მჯერა ხელისუფლების კანონიერი ინტერესებისა დაიცვას სახელმწიფოს ღირებულებები; მჯერა საზოგადოების გონიერების, რომ ვიყოთ საერთო ინტერესების დამცველი და გამტარებელი”, – განაცხადა სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები