LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთნულდზე დაკარგული ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს

80

თეთნულდზე სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერ ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.

​​სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.

უწყების ცნობით, ​ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები