LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრ სახლში განმარტეს, რატომ არ ჩამოართვა ხელი ტრამპმა მერკელს

27

თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განმარტა, რატომ არ ჩამოართვა აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი გერმანიის კანცლერს. „შპიგელის“ ინფორმაციით, სპაისერი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელის კითხვა ვერ გაიგო.

მისი თქმით, სკანდალი ბანალური გაუგებრობის გამო ატყდა და არანაირი იდეოლოგიური დატვირთვა არ აქვს.

ტრამპისა და მერკელის შეხვედრის დროს თეთრ სახლში ფოტოგრაფებმა მათ სთხოვეს, ხელი ჩამოერთმიათ. ტრამპმა თხოვნას ყურადღება არ მიაქცია.

„ჩამოვართვათ ხელი?“-ჰკითხა მას მერკელმა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტს მისკენ არც გაუხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები