LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრ სახლში მობილური ტელეფონები აკრძალეს

32

თეთრ სახლში მობილური ტელეფონები აკრძალეს. პრეზიდენტის რეზიდენციის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, თეთრ სახლში დასაქმებული ადამიანები პირადი ზარების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ. მიზეზი კი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაა. ტექნოლოგიური სისტემა შესაძლოა, სერიოზული საფრთხის მატარებელი იყოს, ამიტომ დაწყებული მომავალი კვირიდან თანამშრომლები მობილური ტელეფონის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. ხოლო, იმისათვის რომ მათ საქმიანობას ხელი არ შეეშალოს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია  სამუშაო ტელეფონებით უზრუნველყოფს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები