თეთრი კაბების ბუმი „ემმის“ წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

538

„ემმის“ რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონიალის ყველაზე გამორჩეული მომენტი მაინც წითელი ხალიჩაა, სადაც ვარსვლკავები ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიან ფოტოგრაფებთან. წელს ვარსკვლავებმა დომინანტად თეთრი ფერი გამოაცხადეს. მათ შორის ვინც აქცენტი თეთრი ფერის კაბაზე გააკეთა, იყვნენ პენელოპა კრუსი. ოსკაროსანმა მსახიობმა არჩევანი „შანელის“ თეთრ ჰაეროვან კაბაზე შეაჩერა, რომელიც მაქმანებით იყო გაფორმებული. წელს პენელოპა დაჯილდოების მთავარი გმირი გახდა. მისი მონაწილეობით სერიალმა „ამერიკული დანაშაულებების ისტორია: ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა“ მთავარი პრიზი მიიღო და პენელოპა შემოქმედებით გუნდთან ერთად სცენაზე ავიდა.

თეთრ დეკოლტირებულ სექსუალურ კაბაში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე სკარლეტ იოჰანსონი. მსახიობს „ბალმანის“ საღამოს კაბა ეცვა.

ჯესიკა ბილმა კი არჩევანი გეომეტრიული ფორმებით დაპრინტულ კაბაზე გააკეთა, ის წელს „ემიზე“ პირველად იყო წარდგენილი.

თეთრი ფერის კაბაში ვიხილეთ წელს კლერ ფოი, რომელმაც „ემი“ ქალის საუკეთესო როლისთვის მიიღო, ასევე კრისტენ ბელი და სხვა ვარსკვლავები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები