LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეთრი ხმაური” ორი ახალგაზრდის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ავრცელებს

93

„თეთრი ხმაური” ორი ახალგზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი განცხადებით, ორივე ახალგაზრდა ძილში გარდაიცვალა.

მათი მტკიცებით, ნარკოტიკების გაყიდვა ე.წ. შავ ბაზარზე ხდება.

“შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად”, – წერია ინფორმაციაში.

“მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ “მეფედრონია” ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ბიო-ჰეროინი იგივე ფენტალინი)”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთ განცხადება, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ვებგვერდს, რომლის საშუალებითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენა, მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი ვებგვერდი დაბლოკვების მიუხედავად მაინც არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები