LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თეთრი ქუდი” რუსთავში ახალ საწარმოს აშენებს

557

სოკოს მწარმოებელი კოპანია ”თეთრი ქუდი” გაფართოებასა და იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივით ჩანაცვლებას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით კომპანია რუსთავში ახალ საწარმოს აშენებს.

როგორც ”ფორტუნას” ”თეთრი ქუდის” გენერალურმა დირექტორმა, ვანო იოსელიანმა განუცხადა, ახალი საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის ექსპლუატაციაში 2016 წლის აპრილ-მაისში შევა. ადგილზე დაახლოებით 40 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება ინვესტიციას, “თეთრი ქუდი” საწარმოს შექმნაში 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

მისი თქმით, სოკოს მწარმოებელი კომპანია გაფართოებას დიდი ხანია გეგმავდა, თუმცა ეს პროცესი სავალუტო რყევებმა კიდევ უფრო დააჩქარა.

”ეროვნულ ვალუტაში ნედლეულის მკვეთრმა გაძვირებამ ამ ნაბიჯის გადადგმა დაგვაჩქარებინა. ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიამ 10 მილიონი დოლარის იმპორტი განახორციელა და სწორედ ამაზე გვინდა უარის თქმა”, – აღნიშნა იოსელიანმა.

შპს „თეთრი ქუდი“ საქართველოს მასშტაბით ქამა და ხის სოკოს წარმოების ლიდერია. კომპანიას ყოველწლიურად ორი ათასი ტონა პროდუქტის  მოყვანა შეუძლია. „თეთრი ქუდი“ 2011 წელს უცხოური ინვესტიციით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები