LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი – დონალდ ტრამპი ვიზიტისთვის მზად არის, თუ ის რუსეთისგან ოფიციალურ მიწვევას მიიღებს

45

თეთრი სახლი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ვიზიტისთვის მზად არის, თუ ის ოფიციალურ მიწვევას მიიღებს.

„პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, პრეზიდენტი პუტინი მომავალი წლის დასაწყისში ვაშინგტონში მიიღოს, ასევე მზადაა ეწვიოს მოსკოვს მას შემდეგ, რაც ოფიციალურ მიწვევას მიიღებს“,- განაცხდა თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს მოსკოვში ეპატიჟება. რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება სამხრეთ აფრიკაში, ბრიქსისსამიტზე გააკეთა.

„კარგად მესმის, რა თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. მას აქვს შეხვედრის სურვილი. მე ამისთვის მზად ვარ. მზად ვართ, პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვში დავპატიჟოთ“,- განაცხადა პუტინმა.

ბოლოს დონალდ ტრამპი მოსკოვში 2013 წელს იმყოფებოდა და „მის სამყაროს“ კონკურსს დაესწრო.

შეგახსენებთ, ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ფინეთში, 16 ივლისს შეხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები