LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი – სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა

106

თეთრი სახლის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა. „აშშ დარწმუნებულია, რომ 2018 წლის 7 აპრილს სირიულმა რეჟიმმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი ემსხვერპლა და ასეულობით ადამიანი დაშავდა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაციის დიდი მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქ დუმას დაბომბვისას რეჟიმმა ქლორი გამოიყენა, ხოლო ინფორმაციის დამატებითი წყაროები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ზარინის გამოყენებაზეც მიუთითებს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

პოპულალურები