LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას ტრამპის ოჯახში განხეთქილების შესახებ

103

აშშ-ის პირველი ლედის წარმომადგენელი თეთრ სახლში სტეფანი გრიშემი Twitter-ზე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მელანია ტრამპის მეუღლისგან განცალკევებით ცხოვრების შესახებ. ის უარყოფს ამას. მანამდე კი მედიაში იწერებოდა, რომ პრეზიდენტისა და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის რომანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მელანიამ რამდენიმე ღამე სასტუმროში გაატარა.

“ის (მელანია ტრამპი) ფოკუსირებულია ოჯახზე და პირველი ლედის მოვალეობებზე და არა არარეალისტურ სცენარებსა და ფეიკ-ნიუსებზე“, – წერს პრესმდივანი.

არსებული ინფორმაციით, პორნოვარსკვლავთან ტრამპის ურთიერთობა 2006 წელს დაიწყო, ანუ მალევე მას შემდეგ, რაც მელანიამ ვაჟი, ბერონ ტრამპი გააჩინა. დენიელსმა არჩევნებამდე ამ ისტორიის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებას უამბო. The Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადვოკატმა დუმილისთვის ქალს 130 ათასი დოლარი გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები