LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლის დატოვება ობამების შვილებს ძალიან უჭირთ

187

მიშელ ობამა ამბობს, რომ თეთრი სახლიდან 8 წლიანი ცხოვრების შემდეგ წასვლა განსაკუთრებით რთული მისი ქალიშვილებისთვის, მალიასა და საშასთვის იქნება.

ელენ დეჯენერესის შოუში სტუმრობისას აშშ-ს პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ გოგონებს ყველაზე მეტად მომსახურე პერსონალი მოენატრებათ.

„დარწმუნებული ვარ, მათთვის ძალიან რთული იქნება, იმის მიუხედავად, რომ ჰგონიათ, მზად არიან წასასვლელად. ისინი ვეღარ შეძლებენ დაბრუნებას საკუთარი ოთახების სანახავად. მალია და საშა იქ გაიზარდნენ, იქ რჩება ხალხი, რომლებმაც მათ აღზრდაში  მონაწილეობა მიიღეს, მათ ჩვენ ვუყვარვართ, ჩვენზე ზრუნავდნენ, ახლა კი სამუდამოდ ვტოვებთ,“ – აღნიშნა მიშელმა.

ობამები თეთრ სახლს იანვარში დატოვებენ.

malia-1-a

malia-3-a

michelle-obama-the-ellen-degeneres-show-fashion-gucci-tv-style-tom-lorenzo-site-2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები